Akaki Tsereteli, a beloved poet of Georgia, loved Georgian wine, but he always drank in moderation. Once, he visited his relative Prince Abashidze. The table has set. The Toast Master noticed that Akaki was drinking a little. After the next toast, the Toast Master demanded that Akaki empty the wine jug, to which Akaki replied that he would not drink any wine. The Toast Master Prince Abashidze exclaimed: “If you could not drink wine, how could you sit at my table?!”. He took a jug full of wine and poured it on Akaki. The guests did not expect such an insult to their favorite poet, and an awkward silence fell on the table, which Akaki himself diffused, saying: “What am I to do, the rule is a rule.” Time passed, and Prince Abashidze visited Akaki, who was sitting in his office at that time, reciting an unfinished poem. Then he naively turned to the guest, handed over his chair, and asked for help. Prince Abashidze sat down at the table and started reading the poem and finally said to Akaki – “I can not write poetry, so how could I help you?” “If you can not write a poem, how dare you sit at my desk?!” – Akaki exclaimed, grabbed ink and poured it on the confused Abashidze.
ქართველების უსაყვარლეს მგოსანს, აკაკი წერეთელს, უყვარდა ქართული ღვინო. თუმცა ყოველთვის ზომიერად მიირთმევდა სასმელს. ერთხელ ესტუმრა თავის ნათესავს, თავად აბაშიძეს, რომელიც სუფრას უძღვებოდა. შექეიფებულმა თამადამ შენიშნა, რომ აკაკი ღვინოს ცოტას სვამდა. მორიგი სადღეგძელოს შემდეგ, თავადმა მოსთხოვა აკაკის ყანწის ბოლომდე დაცლა, რაზეც აკაკიმ უპასუხა, რომ ღვინოს არ ეტანებოდა. განრისხებულმა თამადამ წამოიყვირა: „თუ ღვინის დალევა არ შეგეძლო ჩემ სუფრაზე როგორ დაჯექიო?!“ აიღო ღვინით სავსე ყანწი და თავზე დაასხა აკაკის. სტუმრები არ მოელოდნენ პოეტის ასეთ შეურაცყოფას და სუფრაზე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც თვით აკაკიმ განმუხტა და თქვა: „რას იზამ, წესი – წესიაო.“ გავიდა დრო და თავადი აბაშიძე ესტუმრა აკაკის, რომელიც ამ დროს კაბინეტში იჯდა და დასცქეროდა დაუმთავრებელ ლექსს. შემდეგ გულუბრყვილოდ მოუბრუნდა სტუმარს, დაუთმო თავისი სკამი და სთხოვა დახმარება. თავადი აბაშიძე ჩამოჯდა მაგიდასთან, დაიწყო ლექსის კითხვა და ბოლოს მიუგო აკაკის – „ლექსის წერა არ შემიძლია და როგორ დაგეხმარებიო?“ „თუ ლექსის წერა არ შეგეძლო ჩემს მაგიდასთან რაღას ჯდებოდიო?!“ – დასჭექა აკაკიმ, დაავლო ხელი სავსე სამელნეს და დაბნეულ აბაშიძეს მელანი თავზე გადაასხა.