Racha is a small, exotic, winemaking region of Georgia, famous for its natural semi-sweet wine Khvanchkara, the production of which was established by Prince Dimitry Kipiani in the 1880s. From the unique Aleksandrouli and Muzhuretuli grape varieties of his family estate, Prince Dimitry Kipiani, through incomplete fermentation, got a fantastic semi-sweet red wine with an incomparably delicate and velvety aroma. “Kipiani Wine” – as it was called at that time – was considered one of the best wines in Georgia. In 1907, the Prince sent his wine to the European Wine Festival in the Belgian city of Austin, where, to everyone’s surprise, it received the highest gold award of the Grand Prix. In 1931, the wine was brought to the leader of the Soviet Union, Joseph Stalin, who was not only a fan of excellent wines but also their great connoisseur. The leader inspected a well-designed bottle, on which, among the five awards in the center, stood a gold Grand Prix award. On the red label in white letters, it was written: Real Racha Kipiani Wine from the family estate of Prince Kipiani. Stalin poured himself a glass, carefully examined the color of the wine, brought it to his lips, inhaled its aroma, stopped and looked at Lavrenty Beria, by whose order the wine was delivered. Beria, in anticipation of the worst, bitterly regretted his decision to bring this wine to the leader. Stalin finally took a sip, looked at Beria again, and drained the glass in small sips. Those who had gathered in Stalin’s office, sweating and trembling, were waiting for the leader’s harsh sentence. Stalin calmly put down his glass, went through his office, and finally asked Beria: “In which village was this wine made?” “In Khvanchkara,” Beria answered quickly. “So, is this wine called “Khvanchkara”?”- Stalin asked, and, without waiting for an answer, he continued: “ “Khvanchkara” is a good wine.” Thus, in 1932, a full production of Kipiani wine under the name “Khvanchkara” began in Georgia.
რაჭა ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ეგზოტიკური მხარეა,განსაკუთრებით სახელგანთქმული ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინით „ხვანჭკარა“, რომლის წარმოებას 1880-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა თავადმა დიმიტრი ყიფიანმა.მან ალექსანდროულისა და მუჯურეთულისუნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან არასრული დუღილის მეთოდით მიიღო შესანიშნავი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც მაშინ “ყიფიანის ღვინო” ეწოდებოდა და თავისი სინაზითა დახავერდოვნებით საქართველოში ერთ ერთ საუკეთესო ღვინოდ ითვლებოდა. 1907 წელს დიმიტრი ყიფიანი თავის ღვინოს აგზავნის ბელგიის ქალაქ ოსტენში, სადაც მიმდინარეობდა ევროპის ღვინის ფესტილვალი. ყველასთვის გასაოცრად სწორედ “ყიფიანის ღვინოს” ხვდა წილად ოქროს გრან-პრი. 1931 წელს ყიფიანის ღვინო ჩამოუტანეს საბჭოთა კავშირის ბელადს იოსებ სტალინს, რომელიც ღვინის დიდი მოყვარული და მცოდნე იყო. ბელადმა დაათვალიერა ლამაზად გაფორმებული ღვინის ბოთლი, რომელსაც ამშვენებდა საზღვარგარეთ აღებული ხუთი ჯილდო, შუაში მოთავსებული დიდი გრან პრის მედლით. წითლად გაფორმებულ ეტიკეტზე თეთრი ასოებით ეწერა: “თავად ყიფიანის მამულიდგან ნამდვილი რაჭული ყიფიანის ღვინო“. სტალინმა უხმოდ დაისხა ღვინო, დააკვირდა ღვინის ფერს, მიიტანა ახლოს ტუჩებთან, რათა შეეგრძნო ღვინის არომატი. შეჩერდა, გადახედა ლავრენტი ბერიას, რომელმაც გასცა ღვინის ჩამოტანის ბრძანება. ბერია ცუდის მოლოდინში გატრუნული იდგა და გულში უკვე მწარედ ნანობდა ღვინის ჩამოტანის გადაწყვეტილებას. ბოლოს სტალინმა გააკეთა ერთი ყლუპი, ისევ შეხედა ბერიას და ნელ ნელა დაცალა ჭიქა. ირგვლივ შეკრებილები ოფლში იწურებოდნენ და ელოდებოდნენ ბელადის რისხვას. სტალინმა დადგა ჭიქა გაიარ გამოიარა კაბინეტში და ბოლოს ჰკითხა ბერიას თუ რომელი სოფლიდან იყო ეს ღვინო. ხვანჭკარიდან სწრაფად უპასუხა ბერიამ. „მაშ ამ ღვინოს ხვანჭკარა ჰქვია?“- ისევ იკითხა სტალინმა, არ დაელოდა პასუხს და დაასრულა: „კარგი ღვინოა ეს ხვანჭკარა“. აი ასე, სწორედ 1932 წლიდან საქართველოში ყიფიანის ღვინის ფართო წარმოება დაიწყო სახელწოდებით „ხვანჭკარა“.
Рача — это маленький экзотический уголок виноделия Грузии, известный своим природным полусладким вином Хванчкара, производство которой была налажено князем Дмитрием Кипиани в 1880 годах. Князь Дмитрий Кипиани из уникальных сортов виноградов Александроули и Мужуретули своего родового поместья, путем неполного брожения получил изумительное полусладкое красное вино, с несравненно нежным и бархатистым ароматом. „Вино Кипиани“ – так оно называлось в то время – считалось одним из лучших вин в Грузии. В 1907 году Князь послал свое вино на Европейский Фестиваль Вин в Бельгийский город Остен, где на удивление всем, получил высшую золотую награду Гран-При. В 1931 году вино Кипиани поднесли вождю Советского Народа Иосифу Виссарионовичу Сталину, который был не только поклонником хороших вин, но и их большим знатоком. Вождь осмотрел хорошо оформленную бутылку, на которой среди пяти наград в центре красовалась золотая награда Гран-При. На красной этикетке белыми буквами было написано: Настоящее Рачинское Кипиановское Вино из родового поместья Князя Кипиани. Сталин налил себе стакан, внимательно осмотрел цвет вина, поднес к губам, вдохнул ее аромат, остановился и взглянул на Лаврентий Павловича Берия, по приказу которого было доставлено вино. Берия весь сжался, и, в ожидании худшего, горько сожалел о своем решении привезти это вино вождю. Сталин наконец сделал глоток, вновь взглянул на Берия, и маленькими глотками осушил стакан. Собравшиеся в кабинете Сталина, вспотевшие и дрожавшие, ждали сурового приговора вождя. Сталин спокойно положил стакан, прошелся по своему кабинету и наконец спросил Берия: „в какой деревне было сделано это вино?”. „В Хванчкаре“- быстро ответил Берия. „Так это вино называется Хванчкара?“ – спросил Сталин и, не дожидаясь ответа продолжил: „хорошее вино эта Хванчкара“. Таким образом, начиная с 1932 года в Грузии начали широкое производство Кипиановского вина под названием „Хванчкара“.