Tsinandali is a dry white wine of the highest quality. It is produced in the microzone Tsinandali Kakheti region. Vineyards expands along the northeastern slope of the Tsivgombor gorge at 300 – 750 m above sea level with a dry subtropical climate. The villages include Akura, Vanta, Busheti, Nizhny Khodasheni, Tsinandali, Kisiskhevi, Kondoli, Nasamkhrali, Shalauri, Kurdgelauri, Vardisubani, Gulgula, Ikalto, Ruispiri. It is prepared from Rkatsiteli grape varieties (85%) and Kahuri Mtsvane (15%).
A greenish-straw color characterizes the wine. It distinguishes a harmonious, sophisticated bouquet, with a full floral aroma and the taste of ripe peaches and tropical fruits. The alcohol content is in the range of 10.5% – 12 sugar no more than 3, and acidity 5 – 7.
Tsinandali wine was first prepared and bottled by Prince Alexander Chavchavadze in the early nineteenth century on his estate Tsinandali, which is one of the most beautiful places in Georgia. At different times, it was visited by such well-known persons as Alexander Dumas, French historian Marie Felicite Brosay, Emperor Alexander 1, poets Alexander Pushkin, Mikhail Lermontov, Alexander Griboedov. The famous Frenchman Alexander Dumas was so delighted with the hospitality and estate of Alexander Chavchavadze that he called it the “Garden of Eden.”
წინანდალი – უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება კახეთის რეგიონში, წინანდლის მევენახეობის მიკროზონაში, რომელიც განლაგებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გასწვრივ. ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მ სიმაღლის ფარგლებში მშრალ სუბტროპიკულ ზონაში. მოიცავს სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, კისისხევი, კონდოლი, წინანდალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი, ნასამხრალი, მზადდება რქაწითელის (85%) და კახური მწვანეს (15%-მდე) ჯიშების ყურძნიდან.
ღვინო „წინანდალი“ ხასიათდება ოდნავ მომწვანო, ღია ჩალის შეფერილობით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი ბუკეტით, ძლიერი ყვავილოვანი სურნელით. დაგემოვნებისას, შეიგრძნობა მწიფე ატმის და ტროპიკული ხილის ჯიშური არომატი.
ღვინო „წინანდლის“ სპირტშემცველობა შეადგენს 10,5%-12%ს, შაქრების კონცენტრაცია 3 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა 5,5-7,5 გ/დმ³. ღვინო წინანდალი პირველად მოამზადა და ბოთლებში ჩამოასხა თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში თავის მამულ წინანდალში.
წინანდლის მამული საქართველოს ერთ ერთი უმშვენიერესი ადგილია, სადაც სხვა და სხვა დროს სტუმრობდნენ: ალექსანდრე დიუმა, ფრანგი ისტორიკოსი მარი-ფელისიტე ბროსე, იმპერატორი ალექსანდრე 1, რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი. ალექსანდრე დიუმა აღაფრთოვანა, როგორც თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის მასპინძლობამ ასევე მისმა მამულმა, რომელსაც დიდმა ფრანგმა „ედემის ბაღი“ უწოდა.
Тсинандали – это сухое белое вино высшего качества. Производится в микро зоне Тсинандали Кахетинского района. Виноградники раскинулись по северо восточному склону Цивгомборского ущелья на 300 – 750 м над уровнем моря с сухим субтропическим климатом.Включают села: Акура, Ванта, Бушети, Нижнее Ходашени, Тсинандали, Кисисхеви, Кондоли, Насамхрали, Шалаури, Курдгелаури, Вардисубани, Гулгула, Икалто, Руиспири.Готовится из сортов винограда Ркатсители (85%) и Кахури Мтсване (15%).
Вино характеризуется зеленовато соломенным цветом. На вкус гармоничным, утонченным букетом, с полноценным цветочным ароматом и вкусом спелых персиков и тропических фруктов. Содержание спирта в пределах 10,5% – 12%, сахара не более 3, а кислотности 5 – 7.
Вино Тсинандали впервые было приготовлено и залито в бутылки Князем Александром Чавчавадзе в начале девятнадцатого века в своем имении Тсинандали. Имение Тсинандали является одним из прекраснейших уголков Грузии, где в разное время гостили такие знаменитости как Александр Дюма, французский историк Мари Фелисит Бросе, Император Александр 1, поэты Александр Пушкин, Михаил Лермонтов, Александр Грибоедов. Великий француз Александр Дюма был так восхищен гостеприимством и имением Александра Чавчавадзе, что назвал его „райским садом“ планеты.