Transformation geniuses, brilliant actors, unparalleled dance and song performers, and the most beloved people of Georgia, Giorgi Shavgulidze and Vaso Godziashvili were distinguished by their great improvisation skills and they loved to joke. Giorgi Shavgulidze and Vaso Godziashvili have to dance in one of the episodes of the film „Keto and Kote“ during the filming of a song by a Kintauri academic choir. Giorgi Shavgulidze and Vaso Godziashvili silently escaped from the shooting area to the studio restaurant and had a good time drinking Kakhetian Rkatsiteli. On stage, a song was performed without them. Director Vakhtang Tabliashvili decided to finish the episode and asked the rather drunken actors to dance and sing for themselves without a choir. The director was so fascinated by the actors’ singing and dancing that the version performed by them was included in the film.
გარდასახვის გენიოსები, ბრწყინვალე მსახიობები, ცეკვისა და სიმღერის უბადლო შემსრულებლები და ქართველების უსაყვარლესი ადამიანები გიორგი შავგულიძე და ვასო გოძიაშვილი დიდი იმპროვიზაციის უნარით გამოირჩეოდნენ და უყვარდათ ხუმრობა.ფილმ „ქეთო და კოტეს“ გადაღების დროს ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი შავგულიძეს და ვასო გოძიაშვილს უნდა ეცეკვათ კინტაური აკადემიური გუნდის სიმღერის შესრულების ფონზე. გიორგი შავგულიძე და ვასო გოძიაშვილი გადაღების მოედნიდან ჩუმათ გაიპარნენ სტუდიის რესტორანში და კარგად მოილხინეს კახური რქაწითელით. სცენაზე კი მათ გარეშე შესრულდა სიმღერა. რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაწყვიტა დაესრულებინა ეპიზოდი და სთხოვა საკმაოდ შემთვრალ მსახიობებს ეცეკვათ და თვითონვე ემღერათ გუნდის გარეშე. რეჟისორი იმდენად მოიხიბლა მსახიობების სიმღერითა და ცეკვით, რომ ფილმში მათმიერ შესრულებული ვარიანტი შევიდა.