Talented actor, manly man, and good Toast Master – this is how people knew Dodo Abashidze, who was a fan of Georgian wine and feast. He liked to repeat the words of Ilia Chavchavadze: „Georgian wine is a true wine; it is divine“. Legends walked on the strength of his fist. The older generation of Tbilisi Vera District used to say, he would never start a fight himself, but if someone challenged him, no one would be able to handle him. During the filming of „Bashi Achuki,“ the adored actor of Georgians had a beard and once was partying with friends at an open restaurant near Vake Park. In the restaurant, four drunken „KGB” officers started making fun of Dodo and putting their hands on his beard. „It should not be like that“, – Dodo roared, jumped to his feet like a tiger, and beat all four „KGB“ officers in such a way that they barely snatched them from his hands. The next day, the whole Tbilisi was talking about Dodo.
ნიჭიერი მსახიობი, კაცური კაცი და კარგი თამადა – ასე იცნობდნენ დოდო აბაშიძეს, რომელიც ქართული ღვინის და სუფრის მოტრფიალე იყო. უყვარდა ილია ჭავჭავაძის სიტყვების გამეორება: „ქართული ღვინო – მართალი ღვინოა, ღვთაებრივია“. მისი მუშტის ძალაზე კი ლეგენდები დადიოდა. ძველი თაობის ვერელები ამბობენ – ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდაო, მაგრამ თუ გამოიწვევდნენ, ვერავინ უმკლავდებოდაო. „ბაში აჩუკის“ გადაღების დროს ქართველების სათაყვანებელ მსახიობს წვერი ჰქონდა მოშვებული და ერთხელ ვაკის პარკთან ღია რესტორანში მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. რესტორანში ოთხ ნასვამ „კაგებეშნიკს“ თვალში ამოუღიათ დოდოს წვერები, დაუწყეს დაცინვა და წვერზე ხელი წაუტანებიათ. „ასე არ უნდა“ – დაიღრიალა დოდომ, ვეფხვივით ფეხზე წამოხტა და ისე გალახა „კაგებეს“ ოთხივე თანამშრომელი, რომ ძლივს გამოგლიჯეს ხელებიდან. მეორე დღეს მთელი თბილისი დოდოზე ლაპარაკობდა.